Russia forming offensive grouping toward Kharkiv but capturing city seen impossible - ISW
No Russian warships on combat duty off Crimea coast
Russian army has already lost 475,300 invaders in Ukraine
NATO will directly intervene in war if Russia crosses one of two red lines - La Repubblica
In frontline, 125 combat engagements took place yesterday
ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
ამინდი 6 მაისს

პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!

04.26.2024 | 13:13 ნახვები: 252

ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?! - სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, ნუ ატყუებთ ხალხს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, ბევრი ფული მოიპარონ და მერე ამ მოპარული ფულით „იგულაონ“.

„მე პირდაპირ ვუსვამ კითხვას კალაძეს, მდინარაძეს, კობახიძეს, ივანიშვილს - რა დაგიშავათ საქართველომ? მე ვიცი, რომ უვიზო იქნება მიმოსვლა თუ არა, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას ყოველ თვეში ერთხელ. ან წავა ღარიბაშვილი დუბაიში „საგულაოდ“, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?! მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და მერე ამ მოპარული ფულით „იგულაონ”. მტკიცებითში ვსაუბრობ იმიტომ, რომ გუშინ, კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის [თანხმობა] სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებს. 27 კი არა უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის და მე ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად აფუჭებს ურთიერთობას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, რუსეთი რომ ჩვენი სუვერენიტეტის დასავლეთისგან დაცვას იწყებს, მაშინ არის ძალიან მძიმედ საქმე და ამიტომ, ყველა ძალიან ფრთხილად ვიყოთ ყველა.

„რაც შეეხება კალაძის და „ქართული ოცნების“ ახირებას - ჩვენ ვიცავთ სუვერენიტეტსო. ყველას გავახსენებ, არსებობს 1920 წლის ჩანაწერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა ბრიტანეთს, გაიყვანე საქართველოდან ჯარები და პატივი ეცი საქართველო სუვერენიტეტსო. რუსეთი რომ იწყებს ჩვენი სუვერენიტეტის დასავლეთისგან დაცვას, აი, მაშინ არის ძალიან მძიმედ საქმე. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ყველა. ნუ ატყუებთ ხალხს? სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა