კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები და მათ დასჭირდებათ დეოლიგარქიზაცია ​

ნახვები: 557 ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები და მათ დასჭირდებათ დეოლიგარქიზაცია ​

უკრაინული კანონის გადმოტანა ოპოზიციისთვის კატასტროფაა, არ აწყობთ, რადგან მათი დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას დეოლიგარქიზაცია კი არ აინტერესებს, მათ აქვთ ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი.

„სხვა ინტერესის სფერო არ აქვთ. მათ რაიმე სისტემური გადაწყვეტილება ან სისტემური მიდგომა არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მსოფლიოში მხოლოდ უკრაინული კანონი არსებობს, რომელიც მიღებულია იმიტომ, რომ რეალურად, უკრაინა ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ იყო. ეს კანონი მოწონებული აქვს ევროკომისიას და როცა საქართველოს რეკომენდაცია მისცეს, ითქვა, რომ ეს კანონი აღსრულებაში მოიყვანეთო. უკრაინაში ამ კანონს რაც მოჰყვა, ვიცით. ოლიგარქების ნაწილმა უკრაინა დატოვა. ეს კანონი ნეიტრალურად არის დაწერილი და არ არის მორგებული რომელიმე ქართულ ინტერესზე. ამის გადმოტანა არ აწყობთ, რადგან აღმოჩნდება, რომ თურმე ოპოზიციის დამფინანსებლები აღმოჩნდებიან ოლიგარქები, რომლებიც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, ან ტელევიზიებს ფლობენ. ამიტომ, ეს კანონი მათთვის არის კატასტროფა. აღმოჩნდება, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია მათ დასჭირდებათ. მათ ასეთი კანონების მიღება არ უნდათ, უნდათ ერთადერთი – კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელიც არის სრული აბსურდი, ასეთი კანონები ევროპაში არ მიიღება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა