კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში

ნახვები: 251 ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში

ყველანაირად ხელი უნდა შევუშალოთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მათ შორის სხდომის დღესაც, თუ გაბედავენ და მათ კანდიდატურებს შემოიტანენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს „ქართული ოცნება" პარლამენტში დარჩეს მარტო.

„რაც შეეხება ბოიკოტს, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოიკოტი და ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნების" დატოვება არ გაუჭირდება, რადგან ბოლო ვიყავით, ვინც საპარლამენტო საქმიანობა ახალი დღის წესრიგის გამო დავიწყეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღესაც ამხელა და ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ "ქართული ოცნება" დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში", - განაცხადა დეკნოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა