კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - არ ვიცი, სოსო თოფურიძე რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ მის მიერ ნასროლი ბადე ვითარების გარკვევაში თუ დაგვეხმარება, ყურადღებით დავაკვირდები

ნახვები: 571 იაგო ხვიჩია - არ ვიცი, სოსო თოფურიძე რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ მის მიერ ნასროლი ბადე ვითარების გარკვევაში თუ დაგვეხმარება, ყურადღებით დავაკვირდები

სოსო თოფურიძეს არ ვიცნობ, არ ვიცი, რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ ზოგადად, პარტიაში ვითარების გარკვევას ვგულშემატკივრობ და თუ სოსო თოფურიძის მიერ ნასროლი ბადე ამაში დაგვეხმარება, დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რა მოყვება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგი ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საერთოდ გაუგებარია რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში

„არც სოსოს სურვილებისა და ვნებების შესახებ ვიცი ამ პარტიასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მაკლია. თქვენ ჩემი უცვლელი პოზიცია იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია მას რას უზამს. მოვუწოდებდი, ეს პარტია დაშალოს, რადგან მისთვისაც კარგი იქნებოდა და პოლიტიკური ვითარებისთვისაც. თუ არ იშლებიან, მაშინ დროზე დალაგდნენ, რადგან არჩევნები კარს მოგვადგა და როცა ამხელა ამომრჩევლის პარტიამ არ იცის, პარტია არსებობს თუ არა, თან დაშლილია თუ არა, ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა. ამას ყველა სხვა ვარიანტი სჯობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა