თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია

ნახვები: 519 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია

რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველას ესმის, რის წინააღმდეგაც აწარმოებს რუსეთი ომს უკრაინაში და ეს არის რუსული ომი ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს და ცხოვრებას მშვიდობიანს ხდის.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.

„რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ერთიანობა – მსოფლიოს ყველა ხალხის ერთიანობა, ვინც აფასებს მშვიდობას, პატივს სცემს ყველას სიცოცხლის უფლებას და საკმარისად პატიოსანია აღიაროს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მუდმივი ტერორი არის რუსეთის აშკარა უარი რეალურ მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვჭირდება მკაფიო დაგმობა რუსეთის ყველა ესკალაციური ნაბიჯის ყველა დონეზე – ტერორისტული თავდასხმებიდან ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივ მცდელობამდე. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს გენერალური ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრით დავინახავთ, ვინ და როგორ ექცევა სინამდვილეში ტერორისტებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა