საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ირაკლი ქადაგიშვილი - იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნითა და პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა

ნახვები: 483 ირაკლი ქადაგიშვილი - იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნითა და პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა

იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც მთავრობა თავისი განვითარების და ქვეყნის განვითარების ახალ გეგმებზე საუბრობს, რაღაცნაირად, სიმბოლურია, რომ ოპოზიცია, ჯერ კიდევ ასეთ ვითარებაში, ჯიუტად ცდილობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელად და პარლამენტში ცხოვრების წესის არევის საშუალებად იქნას გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენს პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა. დავანებოთ ამას თავი, ბევრი მცდელობა ექნება რუსეთს, რომ საქართველოში განხეთქილება შემოიტანოს, საქართველოს ამ განუხრელ კურსს, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ათასგვარი პროვოკაციით უპასუხოს. ნუ გავხდებით ამ პროვოკაციის გამტარებლები შემდგომ ქვეყნის პოლიტიკაში და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტში, რადგან ჩვენს ქვეყანას წარმატებაც ბევრი აქვს და წარმატებას და წინსვლას ყოველთვის მოსდევს თანმხვედრი გამოწვევები. ეს გამოწვევებიც ჩვენ ყველას ერთად გადასალახი გვაქვს და იმედია, რომ ოპოზიცია მის სასარგებლო როლს ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში, მთავრობის მიმართ კონსტრუქციულ კრიტიკაში, თუ გნებავთ, მწვავე კრიტიკაში, გამოიყენებს",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა