კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე:56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია სააკაშვილი

ნახვები: 745 ირაკლი კობახიძე:56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია სააკაშვილი

56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინ 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში, მთავარია, პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უკრაინამ შესაძლოა, მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა, რადგან ამაზე იყო განცხადებები, როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი, კობახიძემ ასე უპასუხა: „მხარდამჭერების უმრავლესობა, ანუ 56 დეპუტატი მხარს უჭერდა ამ რეზოლუციას. მათი ძალიან დიდი ნაწილი იყო სწორედ უკრაინული დეპუტაცია, რაც განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. როდესაც ამ ფონზე, მათი მხრიდან ასეთი უსამართლო ჩანაწერების მხარდაჭერა ხდება, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან სამწუხარო, ეს შემიძლია ვთქვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა