Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

სალომე სამადაშვილი ილია დარჩიაშვილის გამოსვლას უცნაურს უწოდებს და აცხადებს, რომ მინისტრი შეეცადა „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კრახი წარმატებად წარმოეჩინა

ნახვები: 477 სალომე სამადაშვილი ილია დარჩიაშვილის გამოსვლას უცნაურს უწოდებს და აცხადებს, რომ მინისტრი შეეცადა „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კრახი წარმატებად წარმოეჩინა

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ მინისტრი შეეცადა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი წარმატებად წარმოეჩინა.

 

სამადაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დარჩიაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს მინისტრს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.

 

„უცნაური გამოსვლა იყო. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი, რაც დასრულდა იმით, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ შეეცადეთ, წარმოგეჩინათ, როგორც წარმატება. არ ვიცი, თავს იტყუებთ თუ ჩვენ გვატყუებთ.

 

გაგვიზიარეთ, 12-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალიდან რომელი პუნქტებია დღეს შესრულებული. რა არის თქვენი მოლოდინი - საგარეო საქმეთა მინისტრი ხართ და პრივილეგირებული ინფორმაცია უნდა გქონდეთ იმის შესახებ როგორია ევროკომისიის შუალედური შეფასება - მორიგი კრახი ელოდება ქვეყანას წლის ბოლოს თუ თეორიული შანსი არსებობს. თუ არის შანსი, მაშინ გვითხარით, რატომ. ასევე, თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი მოთხოვნები შესრულდა, ან რომელს აქვს შანსი, რომ შესრულდეს?

 

მეორე კითხვა - მაინტერესებს მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მკაფიო პოზიცია - თქვენი აზრით, არის თუ არა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმი. ამის შესახებ დასავლეთში არაერთმა პარლამენტმა მიიღო განცხადება, ევროპარლამენტი კი ნოემბრის სესიაზე აპირებს მიღებას. თქვენ როგორ აფასებთ ამას - ჩადენილი აქვს თუ არა პუტინის რეჟიმს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაული უკრაინაში და მანამდე ჩვენს ქვეყანაში?

 

შემდეგი კითხვა ეხება თქვენს პოზიციას დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით - იზიარებთ თუ არა თქვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომ სანქციების რეჟიმს არანაირი შედეგი არ მოაქვს და თუ ეს ასეა, როგორ აპირებთ, რომ შეაკავოთ მაგალითად, ლუკაშენკო. საერთოდ, რა პოლიტიკას ატარებთ, რა იყო თქვენი პასუხი ლუკაშენკოს ვიზიტზე, რა გვემუქრება ამ მიმართულებით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ცნობისთვის, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა