Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხვიჩია: „ძალიან სწორი და მორალური საქციელი იქნება, რომ ეს პროცესი გაჩერდეს“

ნახვები: 363 ხვიჩია: „ძალიან სწორი და მორალური საქციელი იქნება, რომ ეს პროცესი გაჩერდეს“

პროცესი, რომელიც მოსამართლეს ნდობის გარეშე არჩევს, ჩემთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი" ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სისტემაში მთავარი ნდობის გაჩენაა. ეს პროცესი ამ კონკრეტული კანდიდატების მიღმაა. შეიძლება, კონკრეტული კანდიდატები ძალიან ღირსეულები და საქმისთვის ძალიან მომზადებულები იყვნენ, მაგრამ ამის მიღმა პროცესი არის ისეთი, რომ ამ შემადგენლობას ნდობა ვერ ექნება. როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ისე ჩვენი მეგობრები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ფასილიტატორები და ყველა გვეუბნება, რომ ამ წუთას ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ეს მთელმა მოსახლეობამ იცის და შეუძლებელია, ასეთ პირობებში სასამართლოს ნდობა გააჩნდეს. პროცესი, რომელიც მოსამართლეს ნდობის გარეშე არჩევს, ჩემთვის საინტერესო არ არის.

რაღაც უნდა გავაჩეროთ, პატივისცემა თუ გვაქვს ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც ბევრნაირი კრიზისის დაძლევაში გვეხმარებიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ძალიან სწორი და მორალური საქციელი იქნება, რომ ეს პროცესი გაჩერდეს და ერთად გავაგრძელოთ მუშაობა იმ შეთანხმების დანარჩენ პუნქტებზე, რომელიც ბატონი შარლ მიშელის შუამავლობით დავდეთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა