კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა - გორის ყოფილ ვიცე-მერს პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 477 ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა - გორის ყოფილ ვიცე-მერს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი და მოსამართლე არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და ალექსი მარიამიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საუბარია 2021 წელს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა არასრულწლოვანს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ხიდან ძალით ჩამოათრია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა.

ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, 12 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადეს, გააშიშვლეს, დაამცირეს - PHR
ბავშვის უფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის წარმომადგენელი იცავდა, მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, მარიამიძის გავლენებიდან გამომდინარე საქმეში არაერთი ბარიერი არსებობდა.

"გასული წლის ზაფხულის დასაწყისში მოგვმართა ბავშვის დედამ და გვთხოვა დახმარება, რომ დაგვეცვა ბავშვის ინტერესები მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. საუბარი არის ერთ-ერთი კაცის მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე, დამამცირებელ მოპყრობაზე, თითქმის გააშიშვლა ბავშვი და ამ მდგომარეობაში გაუშვა ქუჩაში, ამის შემდეგ, რაც სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ფეხი ამოარტყა, გამოძიების საწყის ეტაპზე, არ მოხდა მისი დაკავება არ იქნა პატიმრობა მოთხოვნილი, არ მოხდა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულა ცნობა, არ მოხდა წარდგენა სანამ, სასამართლოს ძალით არ დავავალდებულეთ პროკურატურა, ამ ეტაპზე მიგვაჩნდა, რომ მისი გავლენების გამოყენება ხდებოდა, რომ მინიმუმ შემსუბუქებულიყო მისი პასუხისმგებლობა" - განაცხადა ანა თავხელიძემ

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ადვოკატის ამბობს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, მისივე მტკიცებით, "შეტყობინების პირველი გვერდი იწყება ტყუილით".



"მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ უკანონო პატიმრები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვნახე ბორტები, რომ ეს ადამიანი ადრე ის იყო, ეს იყო კანონი ყველასთვის ერთია... საქმეში არ მოიპოვება ერთი პატარა მტკიცებულებასაც არ დავარქმევდი, მინიშნებაც კი..არც ძალადობის ნიშნები, არც ექსპერტიზის დასკვნები და მთავარი ეს არ არის, შეტყობინების პირველი გვერდი იწყება ტყუილით" - განაცხადა ზაზა გიგაურმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა