პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც 2020 წლის არჩევნების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარლამენტში ერთი მანდატიც არ გააჩნია

ნახვები: 496 არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც 2020 წლის არჩევნების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარლამენტში ერთი მანდატიც არ გააჩნია

პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოფსაიდში - თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარლამენტში ერთი მანდატიც არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, პარლამენტის დატოვებით მუქარა და პარლამენტიდან გასვლაზე საუბარი ცინიკური და ღიმილის მომგვრელია.

“ეს ცნობილი ისტორიიდან დაახლოებით ამას ჰგავს: მჟავე იყო და კბილს მომჭრიდაო... პარლამენტში მყოფ კოლეგებს დაახლოებით იმას ეუბნებიან, რომ პარლამენტში ჩვენ ვერ შევედით და თქვენც გამოდითო. ევროპელი კოლეგების მოწოდება იყო, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. დანარჩენი შეფასდა როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა