კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„შპიგელი“ - ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

ნახვები: 566 „შპიგელი“ - ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია.

„პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.

„ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა განახორციელოს გავლენა რუსეთზე“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტს კარგი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა. „კარგია და სწორია, რომ დღეს მე ვარ აქ, პეკინში“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისისას მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ევროპაში ომი დააბრუნა. კრიზისის დროს, მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანდ.

ჩინეთში ვიზიტისას, ოლაფ შოლცმა უმცირესობების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა