კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ბოთლი ეკავა ხელში, რომელიც თავში ჩამარტყა" - მოქალაქის თქმით, ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ნახვები: 499 "ბოთლი ეკავა ხელში, რომელიც თავში ჩამარტყა" - მოქალაქის თქმით, ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე - სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ ინციდენტზე წერს. ის ჰყვება რომ ერთ-ერთი მგზავრი მას ჩაცმულობის გამო თავს დაესხა და მოკვლითაც ემუქრებოდა.

შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის."მეუბნება, რომ ღილი უნდა შევიკრა, ასე არ უნდა მეცვას. დაიწყო მორალის წაკითხვა, რომ საქართველოა. იძახდა, რომ საქართველოში ქათმების და პ**არასტების ადგილი არაა, ძალიან ბევრი ადამიანი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდა. შემოვარდა იქ, სადაც მე ვიდექი, ბოთლი ეკავა ხელში, რომელიც თავში ჩამარტყა, თავს დამესხა. მეც თავი დავიცავი, ჩემთან არ მოვუშვი, მაგრამ აგრძელებდა შეურაცხყოფას, გინებას, ასეთი რაღაც თქვა, როცა ვიდეოს ვიღებდი, რომ ამ ტელეფონს გამიკეთებდა ერთ ადგილას", - უყვება "მთავარ არხს" ლუკა აბლოთია.

დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა