კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი ფასი არ აქვს

ნახვები: 434 კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი ფასი არ აქვს

ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციას, რომ ევროპარლამენტარებს, სურთ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში", კალაძე განმარტავს, რომ გარკვეული ადამიანების დაჯგუფებას არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს.

„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რეალურად ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან. მათ არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც მოქალაქეებზე, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, სიმშვიდის შენარჩუნებაზე",- აღნიშნავს კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა