კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა, მოკლულია ერთი პოლიციელი

ნახვები: 502 ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა, მოკლულია ერთი პოლიციელი

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა. მოკლულია ერთი პოლიციელი, კიდევ ერთი კი, დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. გამოძიებას ანტიტერორისტული უწყება აწარმოებს.

„ჩვენ ჩავიბარეთ ეს საქმე, რადგან არსებობს ტერორისტული მოტივის ეჭვი, რასაც გამოძიება დაადასტურებს ან უარყოფს“, – განაცხადა უწყების პრესსპიკერმა, ერიკ ვან დუისმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ მოკლული ოფიცრის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაჭრილ სამართალდამცველს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ჩვენი პოლიციის ოფიცრები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. დღევანდელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა