ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხაილ პოდოლიაკი - გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს

ნახვები: 551 მიხაილ პოდოლიაკი - გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს

გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პოდიალკის თქმით, ომის შემდეგ საინტერესო პროცესი იქნება და უკრაინა ისტორიულად გახდება ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო რეგიონისთვის.

„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას. გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, სოლედარისა და ავდეევკის მიმართულებით. მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით; მუშავდება სცენარი ხერსონის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად, ყირიმში კონცენტრირებული რუსული დაჯგუფების დემობილიზაციისთვის. ეს მძიმე სამუშაოა. როდესაც ხარკოვის რეგიონი სწრაფად განთავისუფლდა, ყველა ელოდა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შენელდა და ხალხი გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო. ახლა ხერსონი ისევ გვაძლევს აღმასვლას და ყველა ამბობს: ხვალ ავიღოთ ყირიმი! არა, ეს იქნება ხანგრძლივი, მძიმე შრომა, რომელიც ნაყოფს გამოიღებს“, – აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა