კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს, ვწუხვართ დანაკარგის გამო, ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში

ნახვები: 442 ემანუელ მაკრონი - ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს, ვწუხვართ დანაკარგის გამო, ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში

ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქი ხალხის ტკივილს იზიარებს.

„ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში.“

2015 წლის 13 ნოემბერს რადიკალმა ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერია განახორციელეს. თავდასხმებს მაშინ 130 ადამიანი ემსხვერპლა, 416 კი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა