რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილის წარსული დაკავშირებულია არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან

ნახვები: 428 შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილის წარსული დაკავშირებულია არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან

დღეს, მე მგონი, უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, თუ რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში, მთელმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული. წარსული დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან, საზოგადოებამ იცის მისი აწმყო და ეს არის პირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში ფულით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკაში და პარტიებში.

„ვხედავთ, ჩვენ თვალწინ რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არცერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა. მარტო ეს ეპიზოდი, რაც ჩვენ ვიცით და დამტკიცებულია - 5 მლნ ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, როდესაც ასეთ ადამიანთან ასეთ სალონურ ურთიერთობაში შეხვედრებია, გასაგებია, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს უკვე თავისთავად აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს - რა ხდება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები დეფინიციიდან გამომდინარე ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა