კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე: აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან

ნახვები: 519 ირაკლი კობახიძე: აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან

რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ თემას სულ ატრიალებენ - სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები დაწესებული, მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც დაწესებულია. შეიძლება უკეთესიც იყოს, ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას. კერძოდ, აჩერებენ თანხებს. მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან - რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა