კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

ნახვები: 432 „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა, ვითარება კვლავ დაიძაბა.

პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები კი მათი მისამართით კვერცხებს ისვრიან.

რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ჯერჯერობით შენობაში რჩებიან.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე 12 პირი იყო დაკავებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა