კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ დაუშვილი:თუ „ოცნება“ კომპრომისზე არ წავა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის რისკი დიდია

ნახვები: 558 მიხეილ დაუშვილი:თუ „ოცნება“ კომპრომისზე არ წავა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის რისკი დიდია

თუ „ოცნება“ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ კომპრომისზე არ წავა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის რისკი დიდია , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კანდიდატების თაობაზე კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანია.

„სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებული პროცედურის შეფასების დოკუმენტი, რომელიც დღეს კომიტეტზე უნდა გამოიტანონ, არც კი გაუზიარებიათ კომიტეტის წევრებისთვის. აქ მთავარია პროცესის შემდეგი ეტაპი, კონსულტაციების გამართვა. თუ კომპრომისზე არ წავა „ოცნება“ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ცხადია, რისკი პროცესის ჩავარდნის დიდია. მოლოდინი იმის, რომ „ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატზე შეჯერდება და კომპრომისს მივაღწევთ, არ მაქვს, თუმცა ვისურვებდი და რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შევთანხმდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც არ იქნება მიკერძოებული და იქნება პროფესიონალი,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა