კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აკაკი მინაშვილი - პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები

ნახვები: 346 აკაკი მინაშვილი - პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები

„თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პოზიცია. ეს მათი ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიციის მხრიდან არასაკმარისი ზომები იყო მიღებული.

მინაშვილი ფიქრობს, რომ გაცილებით ეფექტური ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები.

„რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ქვების სროლა დაეწყოთ „ქართული ოცნების" ოფისთან დაახლოებით 100 ადამიანს. ისინი ამ ადამიანებს ამის საშუალებას მისცემდნენ? არ მისცემდნენ. ვფიქრობ, გარკვეული ღონისძიება იყო გატარებული, მაგრამ არასაკმარისი პოლიციის მხრიდან. უფრო ეფექტიანი ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ პრაიდის წარმომადგენლები და იქ მისული სტუმრების ფუნდამენტური უფლებები. როცა ქვებს ისვრიან და პირდაპირი ძალადობაა, პოლიციას ჰქონდა საშუალება, მეტად ეფექტური ზომები გამოეყენებინა და დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. ამ ადამიანების უფლების დაცვა არის ყველა ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„თბილისი პრაიდის" კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა