კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთმა და ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ქმედება დაბლოკეს

ნახვები: 464 რუსეთმა და ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ქმედება დაბლოკეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მკაცრად დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გამოცდა, თუმცა, უშიშროების საბჭომ, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები ვერ დაუწესა და ვერც ოფიციალური განცხადება მიიღო.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა დაუსჯელად მოქმედებს უშიშროების საბჭოს უმოქმედობის ფონზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 14 ქვეყანა აწერს ხელს.

თუმცა, ასეთი განცხადებებისთვის საჭიროა უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის ხელმოწერა.

გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ, ანა ევსტინეევამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი აგრესიის მიზეზი არის „ვაშინგტონის სურვილი, სანქციების განხორციელებით და ძალის გამოყენებით ფხენიანს ცალმხრივი განიარაღება აიძულოს“.

ჩინეთის ელჩმა გაეროში კი აშშ-ს მოუწოდა, გამოიჩინოს ინიციატივა, წარადგინოს რეალისტური წინადადებები, დადებითად უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის შეშფოთებას, შეწყვიტოს სამხედრო წვრთნები და შეამსუბუქოს სანქციები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა