თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილს - თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე ყველდღიურად 20 ადამიანი კვდება, ხელისუფლების უმოქმედობის გამო, კორონავირუსით უამრავი ადამიანი იღუპება

ნახვები: 370 გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილს - თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე ყველდღიურად 20 ადამიანი კვდება, ხელისუფლების უმოქმედობის გამო, კორონავირუსით უამრავი ადამიანი იღუპება

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს ნიშნავს და საჭიროა სისტემური მუშაობა, რათა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო იღუპებიან.

„ქვეყანაში უმძიმესი კოვიდვითარებაა. უამრავი ადამიანი, სამწუხაროდ, იღუპება ხელისუფლების უმოქმედობის გამო. სიკვდილიანობა 1 მლნ ადამიანზე აზერბაიჯანში 0,1%-ია, სომხეთში -1%, ინდოეთში - 0.6%, თურქეთი - 0.5%, საქართველოში - 3%. ვაქცინაცია მონღოლეთში - 54%, თურქეთში - 18%, ინდოეთში - 4%, აზერბაიჯანი - 13%, ბოტსვანაც კი გვისწრებს - 2.8%, საქართველო - 2.6%.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ კი ვართ მაღალი საშიშროების ქვეყანა. ბატონო ირაკლი, თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, ყველდღიურად საქართველოში 20 ადამიანი კვდება კოვიდის გამო. გუშინ როგორც იქნა, გავიგეთ, რომ გვეღირსა 1 მილიონი ვაქცინის მიღება. მაგრამ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს ნიშნავს, აუცილებელია დღე და ღამე, სისტემური მუშაობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. მე ვერ ვხედავ მოწოდებას, სად უნდა მივიდეს ხალხი, რომ ვაქცინა გაიკეთოს, ვერ ვხედავ კონკრეტულ ქმედებებს. სამწუხარო რეალობა, როგორც საქართველოში არის ხოლმე, შეიძლება იყოს ის, რომ ვაქცინა გვქონდეს, რომელიც ძლივს გვაღირსეს და ქვეყანაში ვაქცინაცია არ იყოს.

სხვა თუ არაფერი, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის პრობლემებმა მაინც უნდა შეგაწუხოთ. ყოველ დღე საქართველოში კვდება ხალხი თქვენი არასწორი ქმედებების გამო. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პრობლემებზე და შიმშილზე. ტურისტული სეზონისთვის ემზადებით, მაგრამ რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ან რა ტურისტული სეზონისთვის ემზადებით, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქვეყანა ვართ კოვიდის კუთხით.

გამოდით კაბინეტებიდან, გადით ქუჩაში, იმუშავეთ დღე და ღამე იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს უბედური მაჩვენებლები, გაუფრთხლდით ადამიანების სიცოცხლეს, ხომ შეიძლება რაღაცამ მაინც შეგაწუხოთ. ხომ შეიძლება მარტო ფულის კეთებაზე არ ფიქრობდეთ, ბატონო ირაკლი. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ მსხვერპლი თქვენი კატასტროფული ქმედებების.

სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, საქართველო კი უბედურ მდგომარეობაშია ამ ბედნიერი ხელისუფლების პირობებში, თქვენ ბედნიერები ხართ, ხალხი იხოცება, გამოდით, იმუშავეთ, მოგვიწოდეთ, ჩაგვრთეთ. უნდა გავერთიანდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ",- განაცხადა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა