კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, არის პატიოსნება და რეპუტაცია

ნახვები: 431 იაგო ხვიჩია - ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, არის პატიოსნება და რეპუტაცია

ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, არის პატიოსნება და რეპუტაცია, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ცეკო-ს წევრს შეეძლოს ხმების დაცვა.

„ჩემი აზრით, არაფერ შუაში არ არის, ვინ რისი მასწავლებელია. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკო-ში, ეს არის პატიოსნება და რეპუტაცია. ეს არის ხალხი, რომელიც ითვლის ხმებს და ამბობს ვის დარჩა ძალაუფლება. ასეთ ადამიანს ფიზიკოსის ან იურისტის დიპლომი კი არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ პატიოსნება და რეპუტაცია. მე მხოლოდ ამ ნიშნით შევარჩევდი ცესკო-ს კანდიდატებს და საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ტესტების ჩატარება და სამართალში ან რომელიმე სხვა სფეროში მეცადინეობა. მთავარი არის, რომ ადამიანს უნდოდეს, დაიცვას შენი ხმები, ამისთვის ჰქონდეს მებრძოლი ხასიათი. ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია ცესკო-ს წესიერი წევრისთვის", - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აპირებს ჩაერთოს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში.

„მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე რამენაირად კონსესუსით შევარჩიოთ", - აღნიშნა მან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა