ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

ნახვები: 353 საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ „სინოვაკისა" და „სინოფარმის" ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო და ქვეყანა მზად არის 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად. მიღებული მილიონი დოზა ვაქცინიდან 500 000 დოზა „სინოფარმია", 500 000 დოზა კი „სინოვაკი".

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინების დამატებით კიდევ მილიონი დოზა შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ​ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.

„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს", - აღნიშნავენ ჯანდაცვის უწყებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღდგენილია აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 3 ივლისს კიბერშეტევის გამო გაითიშა.

მათივე ცნობით, გუშინ, 19:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული იყო „სინოფარმის" ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხება აღარ არის. მისივე თქმით, ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, მოქალაქეებს კლინიკებში, ადგილზე შეეძლებათ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა