რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხათუნა სამნიძე - როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირება ხდება, ეს ყოველთვის წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან

ნახვები: 286 ხათუნა სამნიძე - როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირება ხდება, ეს ყოველთვის წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან

პრემიერმა თქვა, რომ თურმე მარშის ჩატარებას არ ემხრობა, თურმე კონსტიტუცია უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც პრემიერს სურს და არა ისე, როგორც არის დაწერილი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. პრემიერის განცხადების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მოძალადე, მარგინალური ძალები მის გარეშე ასეთი ტიპის ძალადობას ვერ გაბედავდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველზე ძალადობისთვის დგას.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა. ლოცვისთვის საჭირო არ არის ადამიანების მარშუტკებით და სმს-ებით ჩამოყვანას გაუწიო ორგანიზება. ლოცვას ძალის დემონსტრირება არ სჭირდება. საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ხელჩაკიდებული მოქმედებს, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ის ხელისუფლებას თითს უქნევს, როდესაც მას ეს სჭირდება. მას პირადად ღარიბაშვილისთვის თითის დაქნევა არ სჭირდება, რადგან პრემიერია ზუსტად იმ მხარეს, სადაც გვესმის ძალადობა და დაპირისპირება. როცა პრემიერი ძალადობაზე საუბრობს, უკეთესი იქნება თუკი უკეთ წაიკითხავს კონსტიტუციას. როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირება ხდება, ეს ყოველთვის წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა