Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ნახვები: 670 თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საკონკურსო ფილმები წარმოდგენილი იყო ოთხ ნომინაციაში, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – თეკლა ასლანიშვილის „სახელმწიფო სახელმწიფოში“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის „ჰეი, გუნეშ“.

ამ ნომინაციების გარდა, ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა Klondike. ევროკავშირის სპეციალური ჯილდო, კინოში ადამიანის უფლებების შესახებ იაპონელი რეჟისორის, ჩი ჰაიაკავას ფილმა Plan 75-ს დაიმსახურა. ასევე წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო „პრომეთე“ გადაეცათ რეჟისორებს – აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.

თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთი კვირის განმავლობაში, 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. ქართულ პანორამაში წარმოდგენილი იყო ექვსი სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე რვა სრულმეტრაჟიანი და შვიდი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა