კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ამ ღია პროცესით, მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ

ნახვები: 452 შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ამ ღია პროცესით, მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ

ჩვენ ამ ღია პროცესით, მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ და ამ მხრივ შევთანხმდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამოკიდებულება, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის „ფავორიტ“ სახალხო დამცველობის კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

„როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაქარწყლებული დამოკიდებულება და არის წარმოდგენა, თითქოს სახალხო დამცველი ისე უნდა იყოს არჩეული, რომ ოპოზიციის რომელიღაცა ნაწილმა უნდა თქვას, ვინ არის მისი ფავორიტი და შემდეგ უმრავლესობა იძულებული უნდა იყოს, დაეთანხმოს ოპოზიციის ფავორიტს. ეს ასე არ არის. ეს პირიქით დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნება“ არის საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს და ამიტომ უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი. ეს არის დემოკრატია. ამიტომ ჩვენ ეს პროცესი ასე წავიყვანეთ - იყო ღია პროცესი და მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. საზოგადოებამ ყველა ამ კანდიდატის სუსტი თუ ძლიერი მხარეები იხილა და ახლა არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა