კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - მგონი, თქვენ თეა წულუკიანის მოხსნა გინდათ და რაღაცას ეშმაკობთ - ვაფრთხილებ წულუკიანს, რომ ფინანსურად ძირს უთხრიან!

ნახვები: 695 რომან გოცირიძე - მგონი, თქვენ თეა წულუკიანის მოხსნა გინდათ და რაღაცას ეშმაკობთ - ვაფრთხილებ წულუკიანს, რომ ფინანსურად ძირს უთხრიან!

მგონი, თქვენ თეა წულუკიანის მოხსნა გინდათ და რაღაცას ეშმაკობთ - ვაფრთხილებ წულუკიანს, რომ ფინანსურად ძირს უთხრიან! - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა.

საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაფინანსება 70 მლნ ლარით იზრდება და 470.8 მლნ ლარით განისაზღვრება. როგორც მთავრობა განმარტავს, ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტების ხარჯების დაფინანსებით. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები 2023-2024 წლების ტურისტულ სეზონებზე გაიმართება, თუმცა მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებები 1-1.5 წლით ადრე იგეგმება, ვინაიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავური ჯგუფები და მომღერლები საგასტროლო ტურნეებს მინიმუმ ერთი წლით ადრე გეგმავენ. ასევე, წინასწარ არის საჭირო შესაბამისი აპარატურის შეძენა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ 70 მილიონი ლარი მიმდინარე წელს აუთვისებელი დარჩება.

“მოიტყუეთ, როდესაც თქვით, რომ ვიღაცას ავანსს 31 დეკემბრამდე გადაურიცხავთ - არავითარი კონტრაქტი არ არის, არც ერთი მომღერალი არ იცით, ვინც საქართველოში ჩამოვა, არავითარი აპარატურა გაფორმებული არ არის. ეს 70 მილიონი ლარი დაუხარჯავი დარჩება. წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ კულტურის სამინისტრომ ფული ვერ დახარჯა. გინდათ მინისტრი გააგდოთ? - 31 დეკემბრისთვის 70 მილიონი მიიღო და არ დახარჯა, პასუხს ბიუჯეტის ხარჯის აუთვისებლობისთვის აგებს. რაღაცას პოლიტიკურად ეშმაკობთ - გინდათ წულუკიანი გააგდოთ?! მგონი, მძიმე როკი უყვარს და კონტრაქტი გაფორმებული აქვს ზაფხულში კონცერტებზე.

აგვიხსნით, რა განსხვავებაა კონტრაქტი 31 დეკემბერს გაფორმდება თუ 1-ელ იანვარს?“, - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს.

პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობს.

ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ცვლილებების შედეგად, ეკონომიკური ზრდა 8.5%-დან 10%-მდე იზრდება, ნომინალური მშპ ლარებში 72 მლრდ 276 მილიონ ლარი ხდება.

იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილიც. შემოსულობები 596 მილიონ 700 ათასი ლარით იმატებს და 20 მილიარდ 449 მილიონ ლარს შეადგენს. გადასახდელები (ხარჯვითი ნაწილი) 507 მილიონ 350 ათასი ლარით, 20 მილიარდ 186 მილიონ ლარამდე იზრდება.

დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროს - 330 მილიონით, ჯანდაცვის სამინისტროს - 95 მილიონი ლარით, კულტურის სამინისტროს - 70 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურს - 2 მილიონ 350 ათასი ლარით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა