კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი - მითითება იყო, ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის - ეს „ოცნების" პოლიტიკური დავალებაა, რაც მოქალაქეების ხელით გაკეთდა, მაგრამ მითითება ღარიბაშვილისგან იყო

ნახვები: 417 ანა ნაცვლიშვილი - მითითება იყო, ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის - ეს „ოცნების" პოლიტიკური დავალებაა, რაც მოქალაქეების ხელით გაკეთდა, მაგრამ მითითება ღარიბაშვილისგან იყო

ეს იყო კარგად დაგეგმილი და არ იყო სპონტანური ძალადობის ფაქტები - მითითება იყო გაცემული, კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის,- ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გუშინ აქციაზე ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს.

მისი შეფასებით, გუშინ განხორციელდა სასიტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ.

"იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების ადეკვატური რეაგირების იმედი არ გვაქვს, ჩვენ მოვითხოვთ და უზრუნველყოფთ ამ წნეხს ხელისუფლებაზე, რომ ის იძულებული გახდეს, მედიის წარმომადგენელზე, აქტივისტზე, მოქალაქეზე, ნებისმიერ პირზე ძალადობის თითოეული ფაქტი იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა აგონ პასუხი, ამას ვერ გაექცევით! ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებას თავს დაატყდეს უზარმაზარი წნეხი და იძულებული გახდეს, აწარმოოს გამოძიება. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების, ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა, მათი პოლიტიკური დავალება და გუშინ ეს გაკეთდა მოქალაქეების ხელით, მაგრამ ეს იყო მითითება ღარიბაშვილისგან მათ შორის, უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა