კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს - ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ნახვები: 498 ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს - ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან დავას ეხება და არ ეხება პროექტს. შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. ამიტომ, ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობამ სექტემბრის თვეში მიიღო გადაწყვეტილება - ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, კონსულტანტი კომპანიები შეერჩია, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტროსთან ერთად დაამუშავებდნენ.

„ასევე, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა -ს შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად.

ჩვენ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორი სტრუქტურით მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება უკვე დასრულებული იქნება. ამასთან დაკავშირებით პირველი პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად, ამაზე იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ასე რომ, მომავალი წლის იანვრის თვეში ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ 2023 წლიდან ჩვენ დავიწყოთ უშუალო სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება“, - აცხადებს დავითაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა