ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში დებატები დაცლილი იყო ევროპისგან

ნახვები: 515 შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში დებატები დაცლილი იყო ევროპისგან

2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებებზე რეაქცია არ აქვთ.

„რაც შეეხება ევროპარლამენტთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არიან საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები, საქართველოს მიმართ არ აქვთ არანაირი ინტერესი, გარდა ერთისა. 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ამას ვუყურებთ მთელი წლების განმავლობაში. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი.

სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დასჯა, რადგან მან ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამას ხედავს ქართველი ხალხი, ამიტომაცაა, რომ ასეთი სახის განცხადებებზე რეაქცია არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები თავისი არსით დაცლილი იყო ევროპისგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტში დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ განხორციელებულიყო პირდაპირი შეტევა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს არის, რაც ვიხილეთ გუშინ და სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავ, რომ არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც სააკაშვილთან საკუთარ მეგობრობას ამჯობინებს ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს.

ევროპაში ვიზიტი ახსენეთ, გუშინ იმის პარალელურად, რაც ევროპარლამენტში ამ ჯგუფის მხრიდან ხდებოდა, ევროპულმა საბჭომ მიიღო ანგარიში, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში განიცადა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ სხვაობა არის როგორც ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ისე იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლებიც არიან სწორედ ამ ჯგუფის წევრები. რაც შეეხება სხვაობას ამ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე, დედაქალაქებს შორის, ისეთივე სხვაობაა, როგორც ცა და დედამიწა. ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა