კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

ნახვები: 557 მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც სააკაშვილი განმარტავს, აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტარებისგან მიღებული შეტყობინება, რომელშიც ისინი შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად ითხოვენ.

სააკაშვილის გზავნილი მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, ევროპარლამენტარები ჰპირდებიან, მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ მისი "მინიმალური უფლებების დაცვა.”

"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა