თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რატი ბრეგაძე: „ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება"

ნახვები: 478 რატი ბრეგაძე: „ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება"

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

 

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მორიგი საგრანტო პროგრამა ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა 17 საუკეთესო პროექტი, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, ჯამური დაფინანსება კი, 330 000 ლარს აჭარბებს.

 

სისტემატური ხასიათი მიიღო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშების წარდგენამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და საზოგადოებრივ ჯგუფში, რაც ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება.

 

გარდა ამისა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართული და მოგებული დავების შესახებ. ამ დროისთვის საჯარო ლექციები უკვე ჩატარდა ამბროლაურში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა