კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს

ნახვები: 360 გია ვოლსკი - საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს

საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკსიმ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდება, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარისა მოსამართლეობის კანდიდატებზე.

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი. არჩევნების პერიოდში ცესკო-მ კანონის შესაბამისად იმოქმედა და მას არ უკავშირდება ის, თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ოპოზიციას. ვითომ, არჩევნების გაყალბება მოხდა და ამაში მონაწილეობას ცესკო იღებდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, კონკრეტული პარტიები თუ გადაწყვეტენ, ასე გააკეთონ და მათ ინტერესებს დაუქვემდებარონ პოლიტიკური საქციელი. აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ჯერ თავს იკავებენ კონკურსში მონაწილეობისგან.

იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება საკვანძო საკითხები, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის, მოსამართლეობის კანდიდატებზე, საგარეო თუ საშინაო კურსზე, სადაც ოპოზიციას ექნება ერთიანი პოზიცია. ეს არ არის ემოციით გამოწვეული, ეს არის სურვილი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ პოლიტიკური პარტიები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა