კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპი - ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ ცხოვრების რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია, არ დაუშვათ, ამ შობამ სიკეთის გარეშე ჩაიაროს

ნახვები: 447 რომის პაპი - ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ ცხოვრების რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია, არ დაუშვათ, ამ შობამ სიკეთის გარეშე ჩაიაროს

ვატიკანში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. მესას წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპი ფრანცისკე უძღვება.

პაპმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანების სიხარბეზე სიმდიდრისა და ძალაუფლების მიმართ.

რომის პაპმა დაგმო ომი, ისაუბრა სიღატაკეზე, ასევე მოუწოდა ხალხს სიმამაცისკენ, რათა არ დაუშვან, რომ შიშმა და იმედგაცრუებამ მათზე გაიმარჯვოს.

„მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან. ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ. არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს. ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია. არ დაუშვათ, რომ ამ შობამ სიკეთის კეთების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას.

ხვალ, ტრადიციულად, რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა