კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი

ნახვები: 524 მიხეილ სააკაშვილი - ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია დღეს გამოქვეყნდება.

კითხვაზე - უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული, რაზეც სააკაშვილი პასუხობს:

„უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ჩერჩილი ნერვიულად ეწევიან სადმე, კუთხეში. მთელ მსოფლიოს შემოვუვლიდი, გამოვიყენებდი რა ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვივიწყებ, რომ მათგან 35-მა სიცოცხლე გასწირა ომში, მათ შორის, შვიდმა – ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი თანაშემწე ვლადიმირ ჩავრიგა ხერსონთან დაიღუპა და მცველი მიხეილ ბატურინი მძიმედ დაიჭრა ბახმუტთან.

„თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა