კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არიან სისტემის მიერ შემოთავაზებულები - კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება

ნახვები: 352 ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არიან სისტემის მიერ შემოთავაზებულები - კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არიან სისტემის მიერ შემოთავაზებულები - კონსენსუსის მიღწევა იქნება ძალიან რთული, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ცესკო- ს თავმჯდომარეობის კანდიდატები კომისიამ პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი კრიტერიუმი, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს და მთავარი საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის, ოპოზიციის ნდობის მოპოვებაა, რაც ამ კანდიდატებს გაუჭირდებათ.

„მე პირადად მათ არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ორივე არის იმ სისტემის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში, ბოლო არჩევნების გამო, არ არის ნდობა. კონსენსუსის მიღწევა მათ კანდიდატურებზე იქნება ძალიან რთული, ოპოზიციას ვგულისხმობ, შეიძლება ისინი აკმაყოფილებენ პროფესიონალიზმის კრიტერიუმს, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ყველა პოლიტიკური ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, მათ არ აქვთ მათი მხარდაჭერა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო- ს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება საზოგადოების და შემდეგ პოლიტიკური სპექტრის ფართო ნდობა, ანუ მათ შორის, ოპოზიციის ნდობაც. როცა იმავე სისტემიდან გვთავაზობენ კანდიდატურებს, ასეთი ნდობის მოპოვება ჩემი აზრით, მათ გაუჭირდებათ. როცა ცესკო- ს თანამშრომლებს გვთავაზობენ თაცმჯდომარედ, მის მიმართ ფართო ნდობის მოპოვება შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური პარტიების ნდობა მათ ვერ ექნებათ, რადგან სისტემის მიერ შემოთავაზებულები არიან,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტთან შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკო- ს თავმჯდომარის ვაკანტურ თაბამდებობაზე ცესკო- ს 2 მოქმედი თანამშრომელი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი წარადგინა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა