თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, ეს თქვენი მოვალეობაა და ვიცი, ამას შეძლებთ - სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 354 საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, ეს თქვენი მოვალეობაა და ვიცი, ამას შეძლებთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტი, ოლიმპიადა არის გაერთიანების და მშვიდობის სიმბოლო.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა და ამ საქმეში ოლიმპიელებს თავისი როლი აკისრიათ.

"პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ.

ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ, როგორც ვართ ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს.

ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ავღანეთში, ძალიან რთულ პირობებში და ღირსეულად ატარეს საქართველოს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ ხვალ, ზეგ საქართველოს სახე. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. უკვე ხართ გამარჯვებული და ჩვენც ვართ თქვენთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა