თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა მელია - უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას

ნახვები: 518 ნიკა მელია - უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას

რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყო, უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

 

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში.

 

„მნიშვნელოვან საერთაშორისო რეზოლუციებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვისაც და როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს ბედი. რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება. ყველა ვგულშემატკივრობთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“,- აღნიშნავს მელია.

 

მან დღეს დაანონსებულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა, კერძოდ, მისივე შეფასებით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მსოფლიოს ბევრ დედაქალში ერთდროულად გაიმართა სოლიდარობის აქცია.

 

„ეს ნამდვილად უპრეცედენტოა. ამავე დროს სევდიანია, როდესაც ასეთი აქტივობაა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკრიბებიან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის. მსოფლიოს სოლიდარობის ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიოდ გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები. ვფიქრობ, საქართველოც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი ბევრ ქალაქში...იცით, რომ თანამოაზრეების ნაწილმა დააანონსა აქცია კიდევ ერთ, დამატებით ლოკაციაზე, კანცელარიის მიმდებარედ. ეს მათი ნებაა, არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. ვინც შეძლებს ამ ლოკაციაზე მისვლას, შეუძლიათ თბილისში ორიდან ერთი ლოკაცია აირჩიონ“,- აღნიშნავს მელია.

 

მისივე თქმით, არაფერი ისე არ ასაზრდოებს ავტოკრატიას, როგორც ნიჰილიზმი, რომ ვერასდროს დავამარცხებთ ავტოკრატიას.

 

„დავამარცხებთ! ეს აქსიომაა, ბნელი ყოველთვის განათდება. არაფერი ისე არ ასაზრდოებს ავტოკრატიას, როგორც გლობალურ საკითხში ერთიანი ხალხის დანაწევრება ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი ამას არცთუ ისე წარუმატებლად ახერხებს“,-აღნიშნავს მელია "მთავარ არხთან".

 

ცნობისთვის, 4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა