კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ნახვები: 463 ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ელჩმა ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ელჩ რიკერის მუშაობამ დააჩქარა ჩართულობა და ხელი შეუწყო სტრუქტურირებული პროცესის შექმნას პრობლემურ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის.

ნედ პრაისის თქმით, გასული წლის აგვისტოში, ფილიფ რიკერის დანიშვნისთანავე ცხადი იყო, რომ ის მოკლე ვადით იმუშავებდა.

„მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარებას ორმხრივი მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში, ისევე, როგორც ჩვენს მიზანს – მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. ელჩ რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს აშშ-ის ერთგულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობისთვის. აშშ აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ეუთო-სთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტის მოძიებისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ფილიფ რიკერის შემცვლელის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ დაუსახელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა