კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - პიარ-გეგმა ჩამოყალიბდა, რომელმაც ქვეყანა რევოლუციამდე უნდა მიიყვანოს - ეს არის თაღლითების გაერთიანება და ამ თაღლითებს შორის აღმოჩნდა მაკფოლიც

ნახვები: 516 გია ვოლსკი - პიარ-გეგმა ჩამოყალიბდა, რომელმაც ქვეყანა რევოლუციამდე უნდა მიიყვანოს - ეს არის თაღლითების გაერთიანება და ამ თაღლითებს შორის აღმოჩნდა მაკფოლიც

პიარ-გეგმა ჩამოყალიბდა, რომელმაც ქვეყანა რევოლუციამდე და დესტაბილიზაციამდე უნდა მიიყვანოს - ეს არის თაღლითების გაერთიანება, რომელსაც სურს, რომ სააკაშვილი როგორმე ცუდად იყოს და ამ თაღლითებს შორის აღმოჩნდა მაკფოლიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაკფოლი არის სააკაშვილთან დაკავშირებული პროპაგანდის ნაწილი ან მისი თანაავტორი, ხოლო „რა ინტერესიც აქვს სააკაშვილს, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი“.

„მაკფოლი არ არის ის პიროვნება, რომელიც ახლა გამოჩნდა ბრძოლის ველზე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ფაქტორი, რომლის გულისთვისაც ფულს იხდიან, მაკფოლი როგორც უკრაინის კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ითხოვდა სანქციების დადებას ივანიშვილსა და რამდენიმე პირზე, პროგრამებზე, რომლებიც „ქართუ ჯგუფმა“ საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს და დღეს აქვეყნებს სტატიას, ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია. მისი აზრით, სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივად ცუდად, არ დაუჯეროს ექიმებს და შეინარჩუნოს თვითდაზიანების ეს პოლიტიკა, რომელიც გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური გეგმის, პიარ-გეგმის რეალიზაციის მიზნით, ეს არის მაკფოლი თავის სტატიასთან ერთად. დაიქირავეს, ფული გადაიხადეს. ლობისტები არსებობს, მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული იდეა და იმ პროპაგანდის ნაწილია, რისთვისაც სააკაშვილის ახლობლობა იხდის სოლიდურ თანხას. არ ვამბობ, რომ მაკფოლი ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესიც აქვს სააკაშვილს, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილი ამიტომ ამბობს უარს შეთავაზებულ მკურნალობაზე, ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს რას ნიშნავს? - რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის, ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც, რა ინტერესი აქვს კუბილიუსს? ის ინტერესი, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“, მათ ტელევიზიებს, მედიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მეტი რა ინტერესი უნდა ჰქონდეს? - თქვენ რა ინტერესი გაქვთ, როცა ყველა ადამიანის უბედურებაზე შეგიძლიათ იცინოთ, მაგალითად“, - მიმართა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა