თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იაგო ხვიჩია - რაც უფრო მეტია ისტერიკა, გამოდით ხალხო თორემ თქვენ ასეთები ან ისეთები იქნებით, უფრო ნაკლები ხალხი გამოდის, ეს არასწორი მიმართულებაა

ნახვები: 318 იაგო ხვიჩია - რაც უფრო მეტია ისტერიკა, გამოდით ხალხო თორემ თქვენ ასეთები ან ისეთები იქნებით, უფრო ნაკლები ხალხი გამოდის, ეს არასწორი მიმართულებაა

ჩვენ, რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ალბათ ბევრი თანამდებობის პირი ამდენ ხანს უკვე გადამდგარი იქნებოდა. ჩვენ უფრო სხვანაირად უნდა დავიწყოთ მოქმედება იმისთვის, რომ ადამიანებმა დაგვიჯერონ, ქუჩაში გადმოვიდნენ, თან იმ რაოდენობით, რომ ეს ვინმეს გადასაყენებლად იყოს საკმარისი, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშაოს.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში, პირველი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ თამაშის ტაქტიკის შეცვლა. ოპოზიცია, როგორც ის თამაშობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხრა წელია უკვე ის განუწყვეტლად აგებს ერთი და იგივე ტაქტიკით. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და ახალი ტაქტიკა შეიმუშავოს იმისთვის, რომ თამაში გახდეს სხვანაირი. ამ წუთის მოცემულობით ამ თამაშს ოპოზიცია აგებს. მიუხედავად გულწრფელი პროტესტისა და მიუხედავად იმის, რომ ადამიანები მართლა უნდა იყვნენ გაღიზიანებულნი, ამის საბაბი და მიზეზიც სრულად არსებობს, გასაპროტესტებელ ადამიანთა რაოდენობა იკლებს. რაც უფრო მეტია ისტერიკა, გამოდით ხალხო თორემ თქვენ ასეთები ან ისეთები იქნებით, უფრო ნაკლები ხალხი გამოდის. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არასწორი მიმართულებაა და სწორ მიმართულებაზე გადავიდეთ, თუ არა და წარუმატებლები ვიქნებით, მე კი წაგება არ მინდა.

მუშაობას ოპოზიციის მხრიდან ვერ ვხედავ იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგეს. ჯერ სად ვართ, კიდევ უფრო მეტად აგვეხილება თვალები, მაგრამ ეს გადასადგომად საკმარისი არ იქნება. ამისთვის გეგმაა საჭირო, რას ვთავაზობთ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში. რატომ უნდა მინდოდეს მე, საქართველოს მოსახლეობას პრემიერის გადადგომა. სიტყვაზე ირაკლი ღარიბაშვილი, რომ წავიდეს და ირაკლი კობახიძე, რომ მოვიდეს ჩემთვის რამე შეიცვლება? ხომ არაფერი შეიცვლება. შესაბამისად, სხვაა საჭირო, ვიდრე ვაღაცის გადადგომა-გადმოდგომის მოთხონა. რეალურად, არსებით ცვლილებას სხვა რამე სჭირდება ამ ქვეყანაში და ჩვენ ჯერ უნდა გავიაზროთ რა არის ის სხვა და ის უნდა მოვითხოვოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა