კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატების მიმართ ნდობა ნაკლებია, ოპოზიცია მათ მხარს არ დაუჭერს

ნახვები: 374 ბადრი ჯაფარიძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატების მიმართ ნდობა ნაკლებია, ოპოზიცია მათ მხარს არ დაუჭერს

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. რაც ვიცით, ისინი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები არიან, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელოდებოდნენ, რომ შერჩეული იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ისეთი კანდიდატი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ ექნებოდა.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის შერჩეული კანდიდატების მიმართ ნდობა ნაკლებად აქვთ, რის გამოც მათ მხარს არ დაუჭერენ.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ცესკო-ს დღევანდელმა შემადგებლობამ არჩევნები საშინლად ჩაატარა, ცესკო-ს პასუხისმგებლობა იყო, რომ არჩევნები შეფასდა, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები.

მოლოდინი გვქონდა, კანდიდატურა იმდაგვარად იქნებოდა შერჩეული, რომ მას არ ექნებოდა კავშირი სამარცხვინოდ ჩატარებულ არჩევნებთან. ეს ორი კანდიდატურა არის ცესკო-სთან აფილირებული კანდიდატურები. მათ მიმართ ნდობა ნაკლებია და ოპოზიცია მათ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს, განსხვავებით ცესკო-ს წევრებისგან, რომელსაც მხარს სამოქალაქო სექტორი უჭერს. მცდელობაა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ამ კანდიდატებიდან შეარჩიონ, რაც არის მცდარი გზა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა