გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

ნახვები: 477 დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აღნიშნავენ, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებსა და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე.  დაბალი ტემპერატურის გამო, სამუშაოები დილიდანვე  გაგრძელდა.

„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდონაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.

გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დედაქალქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. 

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, ტაქსის მომსახურების ტარიფები გაზრდილია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა