Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ყველა ბინძურ ზომაზე და ნაბიჯზე მიდიან იმისათვის, რათა როგორმე იქნებ სააკაშვილი დაიხსნან - ვოლსკი ე.წ. სააკაშვილის სიის შექმნის ინიციატორებზე

ნახვები: 471 ყველა ბინძურ ზომაზე და ნაბიჯზე მიდიან იმისათვის, რათა როგორმე იქნებ სააკაშვილი დაიხსნან - ვოლსკი ე.წ. სააკაშვილის სიის შექმნის ინიციატორებზე

"ბინძური ნაბიჯები და დაშინების მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენას. "ქართული ოცნების" თქმით, სია საზოგადოებამ უნდა შეადგინოს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ე.წ. სააკაშვილის სიის შექმნის ინიციატორები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან.

"ყველა ბინძურ ზომაზე და ნაბიჯზე მიდიან იმისათვის, რათა როგორმე იქნებ სააკაშვილი დაიხსნან. აქ აშინებენ, ეს არის ზეწოლა მოსამართლეზე, ექთანზე, ექიმზე. გარდა ამისა, არსებობს სია, რომელიც მათ არაერთხელ უკვე გამოაქვეყნეს და რომელიც აღმოჩენილია კიდევაც, თუ ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ უნდა დახვრიტონ და საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან," - აცხადებს ვოლსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა