კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შმიგალი: მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება

ნახვები: 546 შმიგალი: მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება.

"ახლა ჩვენ ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას ვასრულებთ, რაც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ინტეგრაციისთვის.

ჩვენ მივდივართ მოლაპარაკებების გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ველით, რომ ამ გზას ორ წელზე ნაკლებ დროში გავივლით და შემდეგ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", - თქვა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალის თქმით, უახლოეს კვირებში ევროკომისიის დიდი დელეგაცია, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და 10-ზე მეტი ევროკომისარი უკრაინაში მთავრობათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად ჩამოვა.

"ეს იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიგნალი ომში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, არამედ იმის დემონსტრირების, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის", - განაცხადა შმიგალმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა