საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა

ნახვები: 501 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა

ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, გაზის მიწოდების დივერსიფიკაციამ გამოიწვია შესყიდვის ფასის კლება და რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შემცირება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. ასე რომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შრომამ შედეგი გამოიღო. დღეს გაზის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო. გაზის მომარაგების ფიუჩერსული კონტრაქტების გაზის ფასი აგვისტოდან 80 პროცენტით დაეცა. ჩვენი მარაგის დონეები შევსებულია 83 პროცენტით. ეს წელიწადის ამ დროს ყველაზე მაღალ დონეებს შორისაა. ჩვენ შევქმენით ორჯერ მეტი განახლებადი ენერგიის სიმძლავრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო გასულ წელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა