კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მირდატ ქამადაძე - ხაბეიშვილის უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვარშალომიძე, ამ ადამიანებს კი წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია

ნახვები: 546 მირდატ ქამადაძე - ხაბეიშვილის უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვარშალომიძე, ამ ადამიანებს კი წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია

ნიკა მელიას მხარს ვუჭერთ, რათა ამ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვას პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის უკან, კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია.

„რა დროს არჩევნებია, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს, ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დასვა კითხვა: რატომ ნიკა მელია? ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, და მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და უარი ეთქვას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები“.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ აღნიშნა,  ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები მხარს უჭერენ ნიკა მელიას.

„პარტიაში არჩევნები აღარ გადაიდება, შესაბამისი ფეისბუქლინკი გამოქვეყნდა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ღიად არ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, მაქსიმალურად ნეიტრალურები ვყოფილიყავით, არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და გადაწყვეტილება იყო მისაღები. გადაწყვეტილება მივიღეთ და მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას. მას მხარს უჭერს ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადსხვა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები. აჭარის ორგანიზაციაში იქმნება  ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა კირთაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა